ერევანში, ევროპული პოლიტიკური გაერთიანების მე-8 სამიტზე დასასწრებად ჩაფრენას გეგმავდა გვიან ღამით ესპანეთის პრემიერ-მინისტრი, თუმცა პედრო სანჩესის თვითმფრინავი, რომელიც მადრიდიდან ერევანში მიფრინავდა, ანკარაში ავარიულად დაეშვა.
თურქული მედიის ინფორმაციით, Airbus A310-ს ტექნიკური გაუმართაობის პრობლემა შეექმნა. მცირე შეყოვნების შემდეგ, სანჩესი დელეგაციასთან ერთად ერევანში დღეს ჩაფრინდება.
შეგახსენებთ, ერევანი, დღეს ევროპული პოლიტიკური გაერთიანების სამიტს მასპინძლობს, თემაზე - "მომავლის შენება: ერთიანობა და სტაბილურობა ევროპაში". ღონისძიებას 50-მდე ქვეყნისა და მთავრობის ლიდერები ესწრებიან.
