"სამწუხაროდ, კაია კალასს სისწორეზე პრეტენზია ვერ ექნება მაშინ, როდესაც ეს ადამიანი ერთმანეთისგან მიჯნავს ქართულ საზოგადოებას და მის მიერ მიღებული გადაწყვეტილების შედეგად არჩეულ ხელისუფლებას", - ასე შეაფასა პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე არჩილ გორდულაძემ, საქართველოს შესახებ კაია კალასის კრიტიკული განცხადება.
გორდულაძის განმარტებით, როდესაც კაია კალასი საქართველოს უწუნებს დემოკრატიას, თვითონვე დემოკრატიის საფუძველს უგულებელყოფს.
"სამწუხაროდ, კაია კალასს სისწორეზე პრეტენზია ვერ ექნება მაშინ, როდესაც ეს ადამიანი ერთმანეთისგან მიჯნავს ქართულ საზოგადოებას და მის მიერ მიღებული გადაწყვეტილების შედეგად არჩეულ ხელისუფლებას. ეს არის პირდაპირ ძირგამომთხრელი საქმიანობა დემოკრატიის კუთხით. სამწუხაროდ, კაია კალასი ადგას დემოკრატიის უკუსვლის გზას. მაშინ, როდესაც ჩვენ გვიწუნებენ დემოკრატიას, თვითონვე დემოკრატიის საფუძველს უგულებელყოფს. ამაშია საქმე, როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ ბიუროკრატიაზე, რომელიც არის გარედან მართული, რომელიც არის კრიტიკის საგანი მთელი ევროპის მასშტაბით და სამწუხაროდ, ეს არარჩეული ბიუროკრატია არ წარმოადგენს ევროპელ ხალხს და ევროპულ სახელმწიფოებს. მათი განცხადებები ნაკლებად ყურადსაღებია მაშინ, როდესაც ერთი ევროკომისარი საუბრობს, რომ არ უნდა სცენ ჩვენი ქვეყნის კანონმდებლობას პატივი და ისინი ყველა გზას ეძებენ, რომ შავი ფული შემოიტანონ ჩვენს ქვეყანაში. ეს არის კიდევ ერთი, დემოკრატიული უკუსვლის თვალსაჩინო მაგალითი, რაც სამწუხაროა. ამიტომაც ვსაუბრობთ, რომ ევროპა უნდა დაბრუნდეს ევროკავშირი", - განაცხადა არჩილ გორდულაძემ.
ცნობისთვის, ერევანში, სმიტის დაწყებამდე კაია კალასმა ჟურნალისტებთან საუბრის დროს საქართველო ისევ გააკრიტიკა. ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტის განცხადებით, საქართველოს მთავრობა არ დგამს რეალურ ნაბიჯებს ევროკავშირში გასაწევრიანებლად.
