შოთო სიხარულიძე სოციალური ქსელში ბათუმელი ახალგაზრდის გარდაცვალების მიზეზს წერს.

როგორ მისი პოსტიდან ირკვევა,მირზა მიქელაძეს ტყვია გაუვარდა და სისხლისგან დაიცალა.

"გარდაცვალების მიზეზს ბევრი მეკითხებით. ბათუმელი მირზა მიქელაძე სანადიროდ იყო, როცა უკან ბრუნდებოდა მოულოდნელად კუთვნილი სანადირო თოფიდან ტყვია მაშინ გავარდა როცა თოფს ისწორებდა....  2 ადამიანი იმყოფებოდა მასთან ერთად თუმცა მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა სისხლისგან დაიცალა...💔😪💔😪 (ორი ტყვიიდან ერთი ამოიღო  და ერთის ამოღება  სავარაუდოდ საუბარში გადაავიწყდა)))

(შოთო სიხარულიძე პირადად იცნობდა ამ უკეთილშობილესს ადამიანს  იცნობს მის ტყუპისცალს და მის  მთლიან ოჯახს)

რა ცარიელია სამყარო უშენოდ, გვზარავს, როდესაც ვფიქრობთ, რომ ვერასდროს გნახავთ, ყველას თვალწინ გვიდგას შენი თბილი სახე და თვალები... თითქოს გაჩერდაო დროის დინება. შენი დაკარგვით გამოწვეულ ტკივილს დრო ვერ გააყუჩებს სიცარიელეა ჩვენს გულებში. შეუხორცებელ ჭრილობად გვაქვს შენი არყოფნა, წახვედი და დაგვიტოვე უსასრულო სევდა.. უშენობა მხოლოდ ცრემლებს ბადებს. ყველგან გვესმის შენი ფეხის ხმა და შენი ჩურჩული და ჩვენი თვალებიც ვერ გადაეჩვია შენს ლოდინს. ულმობელმა სიკვდილმა ერთმანეთს ფიზიკურად დაგვაშორა, მაგრამ შენ არ იფიქრო, სიკვდილი შეძლებს შენდამი სიყვარულის განელებას. შენ მაინც ჩვენთან ხარ და ჩვენს გულებში აგრძელებ სიცოცხლეს. ჩვენთვის მარად უკვდავი ხარ, შენი სიკეთეებით და მოგონებებით. ჩვენ არ შეგვიძლია შენი სიყვარულის გარეშე.
იძინე მშვიდად შენს მარადიულ სასუფეველში, სადაც ნეტარ არიან ღვთისგან რჩეულნი. ყოველთვის გვემახსოვრება შენი სათნო, ლამაზი ღიმილი და გულის სითბო ღმერთს სასუფეველში რჩეულები მიჰყავსო ამბობენ... მხოლოდ ფიზიკურად, თორემ ჩვენი ფიქრი სულ შენ გევლება თავს, შენს სახლში სანთლები ტირიან, შებრალებას ითხოვენ... შენ, შენ რატომ არ შეგებრალა შენი პატარა ვაჟკაცი და მეუღლე მთელი შენი ოჯახი...

 

ტაძარი ჩუმია უტყვი, მდუმარე, აქაც სანთლები ტირიან. იღვენთებიან ხატის წინაშე.
სათქმელი ბევრია... თხოვნა იგივე... ფიქრი ძნელია, ძალიან ძნელი, უშენოდ...
დრო ნელია, ალბათ, არც მიდის...
ცრემლები? _ ცრემლები, რამდენიც გინდა, ბევრი, ულევი...

გჯეროდეს, არასოდეს დაგივიწყებთ და არ მოგაკლებთ ლოცვასა და სანთელ-საკმეველს, შენი სულის მოსაგონებლად ყოველთვის იციმციმებს ჩვენგან დანთებული სანთლები და შენს საფლავზე აყვავებულ ყვავილებს არ მოაკლდება ნამი  ცრემლებისა. გვწამს, შენი თანადგომა, რომელიც ამქვენად მოგვაკლდა, უხილავად გაგრძელდება. შენ ჩვენს გულებში სამუდამო ტკივილად დარჩები, მოგონებად გადაქცეული. ნეტავი გვყოლოდი, ცოცხალი გვყოლოდი, ნამდვილი და არა ასეთი ცრემლიანი შენი ჩამსხვრეული სიკეთით ხელში....
"შოთო სიხარულიძე ემიგრანტების არხი".