9 აპრილის მემორიალთან დაღუპულთა სულების მოსახსენიებელი პანაშვიდი მიმდინარეობს, რომელსაც საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე აღავლენს.
რუსთაველზე მისვლამდე, მეუფე შიომ, სამების საკათედრო ტაძარში, დიდ ხუთშაბათთან დაკავშირებით, წირვა აღავლინა.
9 აპრილის ტრაგედიიდან დღეს 37 წელი შესრულდა - ესაა თარიღი, რომელმაც საქართველოს უახლესი ისტორია განსაზღვრა და რომელიც ქვეყნისთვის ერთდროულად გლოვისა და თავისუფლების სიმბოლოდ იქცა.
რუსთველის გამზირზე, 9 აპრილის მემორიალთან, დილიდან იმყოფებოდნენ ხელისუფლების წარმომადგენლები, ეროვნული მოძრაობის მონაწილეები და დაღუპულთა ახლობლები.
