"მთელი ერი და ეკლესია ამქვეყნიური ცხოვრებიდან აცილებს ჩვენ საყვარელ სულიერ მამას და წინამძღოლს, უწმინდესსა და უნეტარესს, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, მცხეთა-მთიანეთის, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტს ილიას", - ამ სიტყვებით დაიწყო ქადაგება კათოლიკოს-პატრიარქის მოსაყდრემ მიტროპოლიტმა შიომ სამების ტაძარში წსის აგების მსახურების დასრულების შემდეგ.

მიტროპოლიტმა მადლობა გადაუხადა მსოფლიოს მართლმადიდებელი ეკლესიების მაღალ იერარქებს საქართველოს ეკლესიისა და ერის მწუხარების გაზიარებისთვის.

"მთელი ერი და ეკლესია ამქვეყნიური ცხოვრებიდან აცილებს ჩვენ საყვარელ სულიერ მამას და წინამძღოლს, უწმინდესსა და უნეტარესს, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, მცხეთა-მთიანეთის, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტს ილიას. ამ სამგლოვიარო დღეებში, ჩვენთვის დიდი ნუგეშია და სულიერი მხარდაჭერაა და შეწევნაა, ადგილობრივი მართლმადიდებლური ეკლესიების მეთაურების და დელეგაციების ჩამობრძანება. ჩვენთან ბრძანდებიან ყოვლადუწმინდესი ბართლომეოს პირველი, მთავარეპისკოპოსი კონსტანტინოპოლისა, ახლისა რომისა და მსოფლიო პატრიარქი, უწმინდესი დანიელი, მიტროპოლიტი სოფიისა და პატრიარქი სრულიად ბულგარეთისა, უნეტარესი იოანეს, მთავარეპისკოპოსი ტირანას, დირაქიისა და სრულიად ალბანეთისა, უნეტარესი როსტისლავი, პრეშევოს მთავარეპისკოპოსი, მიტროპოლიტი ჩეხეთის მიწებისა და სლოვაკეთისა და უნეტარესი ტიხონი, მთავარეპისკოპოსი სრულიად ამერიკისა და კანადისა. ასევე სხვა ადგილობრივი მართლმადიდებელი ეკლესიების დელეგაციები. მადლობას გიდით თითოეულ თქვენგანს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიისა და ერის სახელით ჩამობრძანებისთვის, ჩვენი ტკივილის და მწუხარების გაზიარებისთვის", - აღნიშნა მეუფე შიომ.