იერუსალიმში, აღდგომის ტაძარში, გოლგოთაზე, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უნეტარესისა და უწმინდესის, ილია II-ის სულის მოსახსენებლად პანაშვიდი აღესრულა - ინფორმაციას ამის შესახებ იერუსალიმის საპატრიარქო ასრულებს.

"მსახურება აღავლინა წმინდა საფლავის მცველთა საძმოს წევრმა და აღდგომის ტაძრის წინამძღოლმა, იერაპოლისის მთავარეპისკოპოსმა, ყოვლადუსამღვდელოესმა ისიდორემ," - ნათქვამია იერუსალიმის საპატრიარქოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.