ხაშურში, ავარიას ახალგაზრდა ქალი ემსხვერპლა - ამის შესახებ ინფორმაცია შინაგან საქმეთა სამინისტროში დაადასტურეს.
გავრცელებული ინფორმაციით, გვიან ღამით, იმერეთის ქუჩაზე, ერთმანეთს ორი მანქანა შეეჯახა.
შსს-ს ცნობით, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლის მეორე და მეექვსე ნაწილებით მიმდინარეობს, რაც გულისხმობს ტრანსპორტის მოძრაობის წესების დარღვევას, რომელმაც გამოიწვია მძიმე შედეგი, მათ შორის ადამიანის ჯანმრთელობის მძიმე დაზიანება და სიცოცხლის მოსპობა.
