ტაივანის სამხრეთ-აღმოსავლეთით, ტაიტუნგის პრეფექტურაში 6.1 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა. ინფორმაციას cnn turk-ი ავრცელებს.

ცენტრალური მეტეოროლოგიური ბიუროს (CMB) ცნობით, მიწისძვრის ეპიცენტრი, რომელიც ტაიტუნგის ცენტრიდან ჩრდილოეთით, 10.1 კილომეტრში მდებარეობდა, 11.9 კილომეტრის სიღრმეზე დაფიქსირდა.

6.1 მაგნიტუდის მიწისძვრა ძლიერად იგრძნობოდა ტაიტუნგის პრეფექტურაში, ასევე ჩრდილოეთით მდებარე ჰუალიენისა და პინგტუნგის პრეფექტურებში.

მიწისძვრის შედეგად დაღუპულებისა და მატერიალური ზიანის შესახებ ინფორმაცია ამ დროისთვის არ გავრცელებულა.