აშშ-ში, ტეხასის შტატის ქალაქ გალვესტონის სანაპიროსთან მექსიკის საზღვაო ძალების მცირე ზომის თვითმფრინავი ჩამოვარდა, რის შედეგადაც ექვსი ადამიანი დაიღუპა. ინფორმაციას abcnews-ი ავრცელებს.
მედიის ცნობით, ბორტზე რვა ადამიანი იმყოფებოდა.
მექსიკის საზღვაო ძალების ინფორმაციით, ორი გადარჩენილი სტაბილურ მდგომარეობაშია და საავადმყოფოში მკურნალობენ. მათივე ცნობით, ჩამოვარდნილი თვითმფრინავი "ჰუმანიტარულ მისიას ასრულებდა, რომელიც სპეციალიზებულ სამედიცინო ტრანსპორტირებაზე იყო ორიენტირებული".
ავიაკატასტროფის საქმეზე დაწყებულია გამოძიება.
