"საკითხებს შორის, რაც დიდ მწუხარებას მგვრის, არის ის, რომ რუსეთმა, როგორც ჩანს, უარი თქვა ცეცხლის შეწყვეტის მოთხოვნაზე", - განცხადება რომის პაპმა ჟურნალისტებთან გააკეთა.

პონტიფიკოსმა იმედი გამოთქვა, რომ რუსეთი შობის პერიოდში ცეცხლის შეწყვეტას დათანხმდება.

ლეო XIV-მ ამ თხოვნით რუსეთის ხელმძღვანელობასაც მიმართა. ცნობილია კრემლის პოზიციაც. რუსეთის პრეზიდენტის პრესსპიკერი აცხადებს, რომ კრემლს არ სურს ზავი, რადგან ამით უკრაინას შესვენების და ომის გასაგრძელებლად მომზადების საშუალება ექნება.