უკრაინის პრეზიდენტმა სამშვიდობო გეგმის 20 პუნქტი დაასახელა, ინფორმაცია "ერ ბე კა" უკრაინამ გაავრცელა.
როგორც საინფორმაციო სააგენტო წერს, საბაზისო დოკუმენტი, რომელმაც 4 წლიანი ომი უნდა დაასრულოს, შეერთებული შტატების, რუსეთის და უკრაინის მომლაპარაკებელი ჯგუფების მუშაობის შემდეგ შედგა.
გეგმის თანახმად, დადასტურდება უკრაინის სუვერენიტეტი, შედგება რუსეთსა და უკრაინას შორის თავდაუსხმელობის შესახებ შეთანხმება, უკრაინა მიიღებს უსაფრთხოების გარანტიებს, მშვიდობიან პერიოდში უკრაინის შეიარაღებული ძალების რაოდენობა 800 000-ზე დარჩება, უკრაინა ევროკავშირის წევრი გახდება, უკრაინა არაბირთვული სახელმწიფო იქნება.
ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურს ერთობლივად მართავს: უკრაინა, აშშ და რუსეთი. ტერიტორიების შესახებ პუნქტები შეთანხმებული ამ დრომდე არ არ არის, თუმცა განიხილება ფრონტის ხაზის გაყინვის შესაძლებლობა.
