"როგორ არ ვტიროდეთ უდიდესი ტკივილით ზნეობრიობის, პატივისცემისა და ღვთისმოყვარე ცხოვრების უდიდეს სიმაღლეზე მყოფი პიროვნების, ნეტარხსენებული მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსის ბიჭვინთისა და ცხუმ აფხაზეთის მიტროპოლიტის და სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის უწმინდესისა და უნეტარესი ილია მეორის ჩვენგან განშორებას", - ამის შესახებ მსოფლიო პატრიარქმა ბართლომეოსმა, სამების ტაძარში, წესის აგების მსახურების შემდეგ ქადაგების დროს განაცხადა.
"აღმოსავლეთის ქრისტეს წმინდა მართლმადიდებელი ეკლესიის პირველ იერარქთა პატივცემული დასი ეთხოვება თავის ერთ-ერთ ყველაზე ღირსეულ ბრძენ და ბრწყინვალე ძმას", - აღნიშნა უმაღლესმა იერარქმა.
"უნეტარესნო და უწმინდესნო, ღვთის წმინდა ადგილობრივ ეკლესიათა ადგილობრივნო წარმომადგენელო, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტო თქვენო მაღალყოველთუსამღვდელოესობავ შიო, დაქვრივებული საპატრიარქო ტახტის მოსაყდრევ, საქართველოს უწმინდესი ეკლესიის დამწუხრებულნო პატივცემულნო მღვდელმთავარნო, თქვენო აღმატებულებავ ბატონო პრეზიდენტო, თქვენო აღმატებულებავ ბატონო პრემიერ-მინისტრო, თქვენო აღმატებულებავ ბატონო პარლამენტის თავმჯდომარე, თქვენო აღმატებულებავ ბატონო ბიძინა ივანიშვილო, თქვენო აღმატებულებავ ქვეყნის ხელისუფალნო. სხვა ქრისტიანულ აღმსარებლობათა და რელიგიათა პატივცემულო წარმომადგენლებო, თქვენო აღმატებულებავ დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებო, პატივცემულო თბილისის მერო, ყოველი ხარისხის ყოვლად ღვთის მოსავნო ბერნო და მონაზონნო, ღვთისმოსავო საქართველოს ერო.
როგორ არ ვტიროდეთ უდიდესი ტკივილით ზნეობრიობის, პატივისცემისა და ღვთისმოყვარე ცხოვრების უდიდეს სიმაღლეზე მყოფი პიროვნების ნეტარხსენებული მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსის ბიჭვინთისა და ცხუმ აფხაზეთის მიტროპოლიტის და სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის უწმინდესისა და უნეტარესი ილია მეორის ჩვენგან განშორებას.
აღმოსავლეთის ქრისტეს წმინდა მართლმადიდებელი ეკლესიის პირველ იერარქთა პატივცემული დასი ეთხოვება თავის ერთ-ერთ ყველაზე ღირსეულ ბრძენ და ბრწყინვალე ძმას. საქართველოს ისტორიული ქვეყნის უწმინდეს ეკლესიას გამოაკლდა ნახევარი საუკუნის განმავლობაში მმართველი ბრძენი მესაჭე და ღვთივკურთხეული მღვდელმთავარი.
ქვეყნის პატივცემულ იერარქიას კი ღვთისმეტყველებაში ღრმად განსწავლული და სამოძღვრო გამოცდილების მქონე, მისი პირველი იერარქი. რომლის მიეაც ყველა მღვდელმთავარმა მიიღო მღვდელმთავრობის საღმრთო მადლი. პატივცემულ სახელმწიფო ხელისუფლებას კი დააკლდა ბრძენი მრჩეველი ყოვლად კეთილსა და ერისმოყვარე საქმეში. მშვიდობისა და ერთობის დესპანი, ღვთისმოშიში ქართველი ერს მოაკლდა მზრუნველი და მოსიყვარულე მამა. რომელიც უკანასკნელ ამოსუნთქვამდე ფხიზლობდა ღვთისმიერი აღმშენებლობისთვის", - განაცხადა ბართლომეოსმა.
