როდესაც სხვისი შვილების შიმშილის მიზეზი ხდები, ეს უკვე მორალური ზღვარი - ამის შესახებ „საქპატენტის“ თავმჯდომარემ, სოსო გიორგაძემ გადაცემაში „იმედი LIVE“ საქართველოს საავტორო უფლებათა ასოციაციის ჯისიეი-ს  საქმიანობის აუდიტორული შემოწმების შედეგებზე საუბრისას განაცხადა.

2022 წელს, როდესაც პანდემია აღარ იყო,  ჯისიეი-მ უფრო მეტი შემოსავალი მიიღო და ნაცვლად იმისა, რომ სესხად აღებული ავტორების ჰონორარები, უკან დაებრუნებინათ, უფრო მეტი აღებული ჰონორარით, უფრო მეტი პრემია აიღეს, უფრო მეტი ფული დახარჯეს საზღვარგარეთ მივლინებებში და თუ 2021 წელს პანდემიის დროს ავტომობილი შეიძინეს, 2022 წელს უკვე უძრავი ქონება შეიძინეს. ეს არის კონკრეტული ციფრები, კონკრეტული ფაქტები, რომელსაც თვითონაც არ უარყოფენ, ეს მათ მიერ მოწოდებული ინფორმაციის საფუძველზე ჩაიწერა აუდიტის ანგარიშზე.

 

გარდა იმისა, არსებობს გარკვეული წითელი ხაზები, გარკვეული ზღვარი, მათ  შორის ეხება თუ არა ამას მაგალითად საავტორო კანონი და ავტორთა უფლებები, როდესაც  მიზეზი ხდები სხვების შვილების შიმშილის, საუბარია პანდემიის პერიოდზე, როდესაც მთელი საზოგადოება, მთელ მსოფლიოში განსაკუთრებული გამოწვევების წინაშე იყო და საქართველოში მხოლოდ სახელმწიფომ შეძლო თავის თავზე აეღო ზრუნვა და როცა ამ პერიოდში სხვისი შვილების შიმშილის მიზეზი ხდები, აქ არ შეიძლება ლაპარაკი იყოს მარტო არც საავტორო უფლებებზე და არც კონკრეტულ ავტორთა ქონებრივ უფლებებზე, ეს უკვე მორალური ზღვარია, რომელსაც სხვა ტიპის პასუხისმგებლობა სჭირდება“ - განაცხადა სოსო გიორგაძემ.

ცნობისთვის, "საქპატენტმა" საქართველოს საავტორო უფლებათა ასოციაციის საქმიანობის აუდიტორული შემოწმების შედეგები გამოაქვეყნა