პრეზიდენტი: მთელი ძალისხმევა უნდა იყოს მიმართული, რომ დაინიშნოს საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომა, სარჩელის პოზიტიურად გადაწყვეტა დაგვაბრუნებს კონსტიტუციურ ჩარჩოებში
1733078700
„რაც შეეეხება, საითკენ
მივდივართ პოლიტიკური
პარტიები და საზოგადოება
ერთობლივად, რაც დღეს
გამოიკვეთა და რაც კიდევ
უფრო გამოიკვეთება
მომავალ პერიოდებში. როცა
ჩვენ გვექნება შეხვედრები
სხვადასხვა ფორმატში,
პირველი ეტაპი, ქმედება,
რაც უნდა დაიწყოს და
დაიწყება ამ საღამოსვე
ბათუმში, არის ზეწოლა
საკონსტიტუციო
სასამართლოზე.
საკონსტიტუციო
სასამართლოს და მის
მოსამართლეებს აქვთ ხელში
უზარმაზარი საშუალება, რომ
გადაწყვიტონ ძალიან ღრმა
კრიზისი ქვეყანაში. ამის
მაგივრად, საკონსტიტუციო
არათუ არაფერს აკეთებს, არც
ნიშნავს სხდომას. ასე რომ,
მთელი ძალისხმევა
პოლიტიკური პარტიების,
საზოგადოების,
აქტივისტების,
მოსამართლეების და
იურისტების უნდა იყოს
მიმართული იმისკენ, რომ
დაინიშნოს სხდომა და
განიხილოს საკონსტიტუციო
სასამართლომ სარჩელი,
რომელიც შეტანილია და
რომლის პოზიტიურად
გადაწყვეტა დაგვაბრუნებს
კონსტიტუციურ ჩარჩოებში.
არჩევნები არ შემდგარა,
პარლამენტი არ არის
ლეგიტიმური, მაგრამ ძველი
პარლამენტი დაბრუნდება და
ჩვენ გვექნება
გარდამავალი, ძალიან
სტაბილური სვლა ახალი
არჩევნებისკენ. პირველი
ეტაპი არის ეს
საკონსტიტუციო სარჩელი,
მაგრამ ამის იქით ჩვენ
გვაქვს მხოლოდ ერთი
მოთხოვნა, რომელიც ასევე
არის კონსტიტუციური
მოთხოვნა – როცა არ შედგა
არჩევნები, როცა გაყალბდა
არჩევნები, როცა მოპარული
იქნა ხალხის ხმა, ერთადერთი
გზა სტაბილური,
მშვიდობიანი, არის ახალი
არჩევნები. არავის
გამოუგონია სხვა რამ, ყველა
სხვა გზა მიდის უფრო მეტი
არასტაბილურობისკენ. თუ
გვინდა, გავიყვანოთ
ქვეყანა სამშვიდობოს, უნდა
მივცეთ მის მოსახლეობას
საშუალება, დაიბრუნოს
თავისი ხმა, ხელახლა
გამოხატოს თავისი
ნამდვილი ნება, გაყალბების
გარეშე. ყველამ და პირველ
რიგში, პოლიტიკურმა
პარტიებმა და
არასამთავრობოებმა,
რომლებიც იყვნენ ჩართული
ამ პროცესში, ერთად უნდა
შეიმუშაონ, როგორი უნდა
იყოს პირობები ახალი
არჩევნების, რათა ჩვენ არ
აღმოვჩნდეთ იმავე
მდგომარეობაში და არ
მივცეთ იგივე ბერკეტები
გაყალბებისა. არის
რამდენიმე ძალიან
კონკრეტული ნაბიჯი
გადასადგმელი, რათა დაცული
იყოს რეალურად ეს
არჩევნები. ამაზე უნდა
შეთანხმდნენ პოლიტიკური
და საზოგადოებრივი ძალები,
რომ ჩვენ არჩევნების
დაცვის ეს გეგმა
წარმოვადგინოთ თუნდაც,
როცა ჩამოვა ტექნიკური
მისია, რომელიც მზადდება
ევროკავშირის მხრიდან“, –
განაცხადა სალომე
ზურაბიშვილმა.ამავდროულად,
სალომე ზურაბიშვილმა
აღნიშნა, რომ „სამოქალაქო
პროტესტი უნდა დარჩეს,
როგორიც არის, თავისი
სპონტანურობით,
თავისუფლებით და
თვითორგანიზებით“.„შევთანხმდით
ყველა, რომ არ სჭირდება
არანაირი პოლიტიკური
პარტიების ჩარევა, ცხადია,
არც ჩემი ჩარევა, მაგრამ
სჭირდება მხარდაჭერა და
დაცვა. ეს არის პირველ
რიგში საზოგადოების და
არასამთავრობოების,
იურისტების საქმე,
სამართლებრივი დაცვა იმ
ადამიანებისა, რომლებიც
არიან დაჭერილი, მათი
არდავიწყება არის
საზოგადოებრივი, მორალური
ვალდებულება, ასევე ჩემი
ვალდებულება. მივმართოთ
ასევე ყველა უწყებას, რომ
დაცული იყვნენ, ვინც
დაშავდა და ჩემი პირდაპირი
მოვალეობაა, რომ ჩვენს
საერთაშორისო
პარტნიორებთან ამ
ძალადობის წინააღმდეგ
მათი ხმაც ისმოდეს, რადგან
ცივილიზებულ ქვეყანაში
სრულიად მიუღებელია ის
ქმედებები, რასაც ვხედავთ.
მათი დაცვა ასევე
მდგომარეობს იმაში, რომ
შეიძლება, ძალიან მალე
საჭირო იყოს რამე ფონდის
შექმნა. დღეს ჯერ კიდევ
არის იმის საშუალებები,
რესურსები, სხვადასხვა
არასამთავრობოდან, რათა
ჯარიმები იყოს დაფარული,
მაგრამ შეიძლება დადგეს
მომენტი, როდესაც უფრო დიდი
საზოგადოებრივი
ძალისხმევა იყოს საჭირო,
რომ ფონდი შეიქმნას და ამ
ადამიანებს დავეხმაროთ.
დახმარება სხვა რამეშიც
გამოიხატება, რომ ჩვენ
დავიცვათ ისინი
პროვოკაციებისგან.
რამდენიმე გზავნილიც
მომივიდა სხვადასხვა
ფორმით, ვითომცდა
უკრაინიდან ქართველი
სამხედროები ემზადებიან,
ჩამოსული არიან, რათა
ჩაერთონ, როგორც
სამხედროები ამ პროტესტში.
ეს არის პირდაპირი
პროვოკაცია, ასეთი რამ არ
ხდება“, – განაცხადა სალომე
ზურაბიშვილმა.