ოზურგეთში, სოფელ ჯუმათში სახლი დაიწვა
1745603842
პატრიარქი: იოანე ზოსიმეს წინასწარმეტყველების მიხედვით, ლაზარეს მსგავსადვე, ბოლო ჟამს მოხდება ქართული ენისა და, შესაბამისად, საქართველოს, აღდგინება და აღორძინებაც. ინებოს უფალმა ამის აღსრულება!
1744487400
რუსთავში, ცეცხლმოკიდებული საცხოვრებელი კორპუსის ბინიდან მაშველებმა ერთი პირი უსაფრთხო ადგილზე გადაიყვანეს
1744473120
ირაკლი კობახიძე: ყველამ იცის, რა პრინციპებით მოქმედებს ყველა მიმართულებით ბიძინა ივანიშვილი და როგორია ზაზა ოქუაშვილისა და ასეთი პირების პრინციპები, ლოგიკურია გამოტანილი გადაწყვეტილება
1744469640
პოლიციამ აჭარაში ჯგუფურად ჩადენილი გამოძალვისა და იძულების ბრალდებით ორი პირი დააკავა
1744451760
1744386480
აღსანიშნავია, რომ საზოგადოებრივი მაუწყებლის საინფორმაციო სამსახურის, ანალიტიკური პროგრამების, თუ სოციალური თემატიკის გადაცემების წამყვანებსა და ჟურნალისტებს განსაკუთრებული პასუხისმგებლობა და სტანდარტების დაცვის ვალდებულება ეკისრებათ როგორც აუდიტორიის, ასევე ორგანიზაციის წინაშე. ჟურნალისტის პროფესია თავის თავში აერთიანებს ჟურნალისტის არა მარტო უფლებებსა და თავისუფლებას, არამედ ასევე ითვალისწინებს მათ ვალდებულებებსა და პასუხისმგებლობას. აღნიშნული სტანდარტის დაცვა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ისეთი მედიასაშუალებისათვის, როგორიცაა საზოგადოებრივი მაუწყებელი და მისი გადაცემების/პროგრამების წამყვანი არც ერთ შემთხვევაში არ უნდა იქცეს ისეთი საზოგადოებრივი თუ პოლიტიკური მოვლენების მხარედ, რაც გამორიცხავს, ან თუნდაც ეჭვის ქვეშ დააყენებს მაუწყებლის ან/და მისი, როგორც წამყვანის მიუკერძოებლობასა და ობიექტურობას.გასათვალისწინებელია ის, რომ საჯარო სივრცეში გავრცელებული განცხადებებით, ზემოაღნიშნულ თანამშრომელთა ნაწილმა სრულად ამოწურა დამსაქმებელთან საქმიანი და კონსტრუქციული ურთიერთობის რესურსი, რაც შეუძლებელს ხდის ნორმალურ თანამშრომლობას.საზოგადოებრივ მაუწყებელთან გაფორმებული შრომითი ხელშეკრულებების და ორგანიზაციის შრომის შინაგანაწესის შესაძლო დარღვევის გამოვლენის მიზნით, დისციპლინური წარმოება დაიწყო ორგანიზაციის ექვსი თანამშრომლის მიმართ.მიგვაჩნია, რომ ნებისმიერ ორგანიზაციაში მუშაობა და თანამშრომლობა არის ორმხრივი ნების გამოვლენისა და სურვილის შედეგი, რასაც არ ჰქონდა ადგილი მოცემულ შემთხვევაში, რის გამოც, საქართველოს პირველი არხის მიერ მიღებულ იქნა გადაწყვეტილება გადაცემის – „რეალური სივრცე“ წამყვანთან, ნინო ზაუტაშვილთან და საინფორმაციო გადაცემის – „მოამბე“ წამყვანთან, ვასილ ივანოვ-ჩიქოვანთან შეწყდეს შრომითი ურთიერთობა. აღნიშნული დისციპლინური წარმოების ფარგლებში მაუწყებლის სხვა თანამშრომლების: გადაცემა „რეალური სივრცის“ კორესპონდენტის, თამარ მშვენიერაძის, ამავე გადაცემის წამყვანის, იოსებ კაციტაძის, პულტის რეჟისორის და შეთავსებით სპორტული არხის რეჟისორის, კახაბერ მელიქიძის, ბრენდინგისა და პრომოციის ჯგუფის რეჟისორის, ირმა ჩუბინიძის მიმართ გამოყენებულია სხვა სახის დისციპლინური სანქციები.მოკვლევის პროცესის შედეგების შეფასება რამდენიმე დასაქმებულთან მიმართებაში კვლავ მიმდინარეობს და პროცესის დასრულების შემდგომ საზოგადოებას მიეწოდება დამატებითი ინფორმაცია დისციპლინარული წარმოების შედეგების შესახებ.ხაზგასმით გვინდა აღვნიშნოთ, რომ საზოგადოებრივი მაუწყებელი არის დამოუკიდებელი მედიაორგანიზაცია, რომელიც ხელმძღვანელობს მოქმედი კანონმდებლობით, მის მიერ საერთაშორისო სტანდარტის გათვალისწინებით შემუშავებული რეგულაციებით. საზოგადოებრივი მაუწყებელი კიდევ ერთხელ აცხადებს, რომ მის სარედაქციო დამოუკიდებლობაზე თავდასხმა, ცრუ ბრალდებების ტირაჟირების კამპანია, რომელიც აზიანებს მის იმიჯსა და რეპუტაციას, მიუხედავად იმისა, ვისგანაც არ უნდა მომდინარეობდეს იგი, არ დარჩება სათანადო რეაგირების გარეშე.ორგანიზაციის შეფასებით, მიღებული გადაწყვეტილება არის სამართლიანი, მიუკერძოებელი და სამართლებრივად დასაბუთებული. საზოგადოებრივი მაუწყებელი მიჰყვება შესაბამისი კანონმდებლობით განსაზღვრულ პროცესს.
1744304244
"საქართველოს ხელისუფლებაში ნამდვილად ბევრი ღირსეული ადამიანია და ეს იმითაც დასტურდება, რომ მშვიდობის პოლიტიკა ამდენი ხანია ურყევად დაცულია, ხოლო ღირსეულთა შორის ღირსეულებიც, რა თქმა უნდა, არიან და ჩემთვის ასეთი გამორჩეული ღირსების მქონე ადამიანი გახლავთ, შინაგან საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე, ბატონი შალვა ბედოიძე, რომლის პროფესიონალიზმი, ადამიანურობა და განსწავლულობა არაერთხელ მინახავს. მიმაჩნია, რომ დიდი უსამართლობაა ამ გამორჩეული პროფესიონალის და რაც მთავარია საქართველოს პატრიოტის მიმართ რაიმე სახის სანქციის დაწესება. ვფიქრობ, რომ საქართველოსთვის ჭეშმარიტი პატრიოტები მხარს დაუჭერენ, ბატონ შალვას და იგი ყოველთვის კვლავაც განაგრძობს საქართველოს მსახურებას, ისევე სასიქადულოდ და გამორჩეულად, როგორც აქამდე. ჩემი მხარდაჭერა თქვენ, ბატონო შალვა - ღირსეულო და გამორჩეულო პროფესიონალო, ნამდვილო ადამიანო, შემკობილო ყველა ადამიანური ღირსებით! Geo News",-წერს ქეთი ხომერიკი სოციალურ ქსელში.
1744229244
"ჩვენ ვითხოვთ მტკიცებულებებს!,,ხაზგასმით მინდა აღვნიშნო, ჩვენ არავის არავისგან არ ვიცავთ, მათ შორის, არც აშშ-ისგან. ჩვენ ვითხოვთ მტკიცებულებებს. ყველაზე მძიმე, რაც შეიძლება ბრალად დასდო მოსამართლეს, ეს არის კორუფციული დანაშაულის ჩადენა და ყველაზე მძიმე, რაც შეიძლება იყოს სასამართლოს დისკრედიტაციის თვალსაზრისით, ეს არის ის, რომ სასამართლო არის კორუმპირებული“,-წერს პაატა შავაძე.

1744105885
თვითმხილველების თქმით, შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.მათივე ინფორმაციით, ჩამსხვრეულია მინა. პერიმეტრი ყვითელი ლენტით არის შემოსაზღვრული.

1744382940
კერძოდ, დეპუტატს პლენარული სხდომა არასაპატიო მიზეზით გაცდენილად არ ჩაეთვლება, თუ ფრაქცია ან უფრაქციო პარლამენტის წევრი პოლიტიკური შეხედულებების გამო არ მონაწილეობს პლენარული სხდომის დღის წესრიგით გათვალისწინებული კონკრეტული საკითხის განხილვასა და გადაწყვეტაში. პარლამენტის წევრმა ბოიკოტის განცხადებით პარლამენტის თავმჯდომარეს წერილობით უნდა მიმართოს ან ზეპირად განაცხადოს სხდომის მსვლელობისას. ბოიკოტის განცხადებაში კი უნდა მიეთითოს დღის წესრიგის საკითხი, რომლის განხილვასა და გადაწყვეტაში მონაწილეობაზეც ცხადდება ბოიკოტი.კომიტეტის სხდომაზე, საკითხის წარდგენისას პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა, საპარლამენტო პრაქტიკამ აჩვენა, რომ საპარლამენტო სუბიექტები ბოიკოტის მექანიზმს ხშირად არაკეთილსინდისიერად, პლენარული სხდომის გაცდენის არასაპატიოდ ჩათვლის თავიდან ასაცილებლად იყენებდნენ.

1743699252
"ლევან მურუსიძეც და მიხეილ ჩინჩალაძეც როგორმე აიღებენ ხელფასს.. ნუ იდარდებთ, ხალხის მტრებო, ამაზე.. რაც შეეხება ქართულ მართლმსაჯულებას, საჯიჯგნად ხელში ვერასდროს ჩაიგდებთ!ვერანაირი სანქცია ვერ ხელყოფს სასამართლოს დამოუკიდებლობას და მიუკერძოებლობას! ვერცერთ შემთხვევაში, სახელფასო ბარათების დაბლოკვით ვერ მოხდება მოსამართლის დაშანტაჟება! ჩვენ დავიცავთ თითოეული მოსამართლის პატივს, ღირსებას და საქმიან რეპუტაციას! მე პირადად, როგორც საქართველოს სამართლის დარგის მოღვაწეთა უმაღლესი სარეიტინგო საბჭოს ხელმძღვანელი, ამ მიმართებით ყველა ქმედით ღონისძიებას მივმართავ! თითოეული მოსამართლე იქნება დაცული უცხოური გავლენებისა და მავნებლური ჩარევებისაგან!",- წერს პაატა შავაძე სოციალურ ქსელში.

1743696184
ACIG 2025-ის ორგანიზატორები არიან: სსიპ ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი, ააიპ ქართულ-იტალიური განათლების ცენტრი „მინერვა”, სსიპ განათლების საერთაშორისო ცენტრი. პროექტი ხორციელდება საქართველოში იტალიის საელჩოს ჩართულობითა და ხელშეწყობით. კონფერენციის მიზანია, იტალიისა და საქართველოს უნივერსიტეტებს შორის აკადემიური თანამშრომლობის გაღრმავება, გაცვლითი და საგანმანათლებლო პროგრამების ხელშეწყობა, ახალი იდეების პოპულარიზაცია ინტერნაციონალიზაციასთან დაკავშირებული გამოწვევების გადასაჭრელად. ღონისძიება გახსნა ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის რექტორმა, პროფესორმა გიორგი ხუბუამ. მონაწილეებს სიტყვით მიმართეს: ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა მიხეილ სარჯველაძემ, საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილემ თამარ ღვამიჩავამ, საქართველოს პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ზაზა ლომინაძემ, საქართველოში იტალიის ელჩმა მასიმილიანო დ’ანტუონო, განათლების საერთაშორისო ცენტრის აღმასრულებელმა დირექტორმა ნუნუ მიცკევიჩმა, ქართულ-იტალიური განათლების ცენტრ „მინერვას” ვიცე-პრეზიდენტმა ჯოვანი ჯაკომანტონიომ. ღონისძიებას დაესწრნენ ფონდ „ქართუს“ პროექტების დირექტორი, ვახტანგ ცაგარელი, ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის რექტორის მოადგილე მარიამ კვირკვია, იმერეთში სახელმწიფო რწმუნებული ლევან ზალკალიანი, ქუთაისის მერის მოვალეობის შემსრულებელი დავით ერემეიშვილი, ადგილობრივი თვითმმართველობის, სამედიცინო სფეროს, სამეცნიერო და აკადემიური წრეების წარმომადგენლები და საპატიო სტუმრები. კონფერენციაში მონაწილეობენ იტალიის 13 და საქართველოს 14 უნივერსიტეტის წარმომადგენლები. კონფერენციის ფარგლებში ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტსა (KIU) და ააიპ ქართულ-იტალიური განათლების ცენტრ „მინერვას” შორის გაფორმდება თანამშრომლობის მემორანდუმი. ღონისძიების ფარგლებში, ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის მედიცინის ერთსაფეხურიანი ინგლისურენოვანი საგანმანათლებლო პროგრამის პრეზენტაცია გაიმართა, რომელიც მედიცინის სკოლის ხელმძღვანელმა როინ რეკვავამ წარადგინა. 2025-2026 აკადემიური წლიდან ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი, ნეაპოლის ფედერიკო ll-ის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტთან თანამშრომლობით, მედიცინის ერთსაფეხურიანი ინგლისურენოვანი საგანმანათლებლო პროგრამის განხორციელებას იწყებს. პროგრამის წარმატებით დასრულებისას სტუდენტები მიიღებენ ორმაგ დიპლომს - როგორც KIU-ს, ისე ნეაპოლის უნივერსიტეტის დიპლომს, მედიცინის მიმართულებით. პროგრამა სტუდენტებს სთავაზობს საერთაშორისო აღიარებისა და კარიერული ზრდის განსაკუთრებულ შესაძლებლობას. სასწავლო პროცესს წარუძღვებიან ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტისა და ნეაპოლის უნივერსიტეტის პროფესორები. ერთობლივი პროგრამის განხორციელება მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს საქართველოში მედიცინის მიმართულებით მაღალკვალიფიციური კადრების მომზადებას. გაცვლითი სემესტრის ფარგლებში ქართველ სტუდენტებს ექნებათ ნეაპოლის უნივერსიტეტში სწავლის შესაძლებლობა. თავის მხრივ, ნეაპოლის უნივერსიტეტის სტუდენტები, სულ მცირე, ერთი სემესტრის მანძილზე ისწავლიან KIU-ს კამპუსში. როგორც გაცვლითი, ისე ერთობლივი სამეცნიერო-კვლევითი პროექტების განხორციელება გათვალისწინებულია აკადემიური პერსონალისთვისაც. ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი (KIU) ყველაზე მასშტაბური საქველმოქმედო მეგა-პროექტია, რომელიც დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში დაარსებულ ერთადერთ საერთაშორისო სახელმწიფო უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებას წარმოადგენს. უნივერსიტეტის იდეა ბატონ ბიძინა ივანიშვილსა და მის ოჯახს ეკუთვნის – საერთაშორისო-საქველმოქმედო ფონდი „ქართუ“ უნივერსიტეტის განვითარების მიზნით, ერთი მილიარდი ევროს ღირებულების ინვესტიციას ახორციელებს. ნეაპოლის ფედერიკო II სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტი დაარსდა 1224 წელს, ჰყავს 90.000-ზე მეტი სტუდენტი და მსოფლიოში ერთ-ერთ უძველეს სახელმწიფო უნივერსიტეტს წარმოადგენს.

1743617616
ქართველმა ტაეკვონდოისტმა სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით. მონაწილეობა არაერთ საერთაშორისო ტურნირში მიიღო. 2024 წელს ზურაბ კინწურაშვილი ზედიზედ მეორედ გახდა ევროპის ვიცე-ჩემპიონი.

1743566460
"იმ პროცესის ნაწილია, რომელიც მიზნად ისახავს ჩვენი ქვეყნის საერთაშორისო იმიჯის დისკრედიტაციას და, რაც ყველაზე მთავარია, ოპოზიციას აძლევს საშუალებას, გამოიყენოს ასეთი გადაწყვეტილებები საკუთარი პოლიტიკური და ვიწროპარტიული მიზნებისთვის. ეს საკითხი გასარკვევია და უნდა ვიცოდეთ, რა მიზეზის გამო იყო ასეთი გადაწყვეტილებები მიღებული. თუმცა, როგორც წინა შემთხვევაში ვერ მოვისმინეთ ახსნა-განმარტება, ამის მიზეზი რა იყო, ალბათ ამ კონკრეტულ შემთხვევაშიც ასე იქნება“, – განაცხადა ვლადიმერ ბოჟაძემ.შეგახსენებთ, დიდი ბრიტანეთის მთავრობამ, კორუფციაში ჩართულობის ბრალდებით, თბილისის სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარეს, მიხეილ ჩინჩალაძეს და სააპელაციო სასამართლოს მოსამართლეს, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრს, ლევან მურუსიძეს სანქციები დუწესა.

1743534433
ოჯახის ინფორმაციით, მათე თევზაძეს თურქეთში გამოკვლევები სასწრაფოდ ესაჭიროება.კვლევები დიდ თანხებთანაა დაკავშირებული _ ბავშვს აქვს ეპილეფსია რთული პარციული გულყრებით.მსურველებს თანხა შეუძლიათ ჩარიცხონ შემდეგ ანგარიშებზე:GE95TB7121145064300035 “თიბისი ბანკი”,GE08BG0000000162081264 “საქართველოს ბანკი”.მიმღები_ თათია ზოიძე.GE42LB0211152853453000 – “ლიბერთი”,მიმღები :ლია თევზაძე.