აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტმა კუბის ყოფილ ლიდერს, რაულ კასტროს ბრალი წაუყენა.
საქმე ეხება 1996 წელს კუბის გამანადგურებლების მიერ ორი სამოქალაქო თვითმფრინავის ჩამოგდებას, რა დროსაც ოთხი პილოტი დაიღუპა. ვაშინგტონი კასტროს ამერიკაში ელოდება.
ტრამპის განცხადებით, კუბის მოსახლეობისთვის გარდამტეხი მომენტი დადგა, თუმცა ჰავანასთან ვითარების შემდგომი ესკალაცია გამორიცხულია. ბრალის წაყენებას წინ უძღოდა კუბაზე ზეწოლის გაზრდა და ქვეყნისთვის საწვავის მიწოდებაზე ფაქტობრივი ბლოკადის დაწესება.
