თეთრი სახლის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, სუზი უაილსი შეხვედრას გამართავს თეთრი სახლის სამუშაო ჯგუფთან, აშშ-ის საიდუმლო სამსახურთან და შინაგანი უსაფრთხოების დეპარტამენტის ხელმძღვანელობასთან, რათა განიხილონ უსაფრთხოების პროტოკოლები და საუკეთესო პრაქტიკა პრეზიდენტ დონალდ ტრამპთან დაკავშირებული მნიშვნელოვანი ღონისძიებების უსაფრთხოებისთვის, - წერს CNN-ს თეთრი სახლის მაღალჩინოსნებზე დაყრდნობით.
"შეხვედრაზე განხილული იქნება ის პროცესები და პროცედურები, რომლებმაც ხელი შეუწყო შაბათს მომხდარი მცდელობის თავიდან აცილებას და ასევე, განხილული იქნება დამატებითი ვარიანტები იმის უზრუნველსაყოფად, რომ ყველა შესაბამისი მხარე, პრეზიდენტ ტრამპისთვის დაგეგმილი, მრავალი მნიშვნელოვანი ღონისძიების უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად ყველაფერს აკეთებს", - განაცხადა ოფიციალურმა პირმა.
ოფიციალურმა პირმა ხაზი გაუსვა ამერიკის 250 წლის იუბილესადმი მიძღვნილი ღონისძიებებისთვის მიმდინარე მზადებას და აღნიშნა, რომ დისკუსიები ფოკუსირებული იქნება ამ დღესასწაულების უსაფრთხოების უზრუნველყოფაზე.
ოფიციალურმა პირმა ნათლად განაცხადა, რომ პრეზიდენტი და თეთრი სახლი, "საიდუმლო სამსახურის ხელმძღვანელობას მხარს უჭერენ".
