"ამერიკის შეერთებული შტატები დღეს საუბრობს იმას, რაზედაც ჩვენ აქამდეც არაერთგზის გვისაუბრია. ეს არის ევროკავშირის მხრიდან მუდმივი მცდელობა, სხვადასხვა ქვეყნებში და არა მხოლოდ ევროკავშირის ქვეყნებში, ჩაერიონ შიდა საქმეებში, ჩაერიონ არჩევნების პროცესში და ყველაფერი გააკეთონ იმისთვის, რომ ხელისუფლებების ეროვნული ძალებით დაკომპლექტება არ მოხდეს," - ამის შესახებ პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, დავით მათიკაშვილმა განაცხადა, რითაც ამერიკის შეერთებული შტატების წარმომადგენელთა პალატის ანგარიშს გამოეხმაურა.

დავით მათიკაშვილის განცხადებით, აშშ დღეს საუბრობს ზუსტად იმ თემებზე, რაზეც საქართველოს ხელისუფლებას არაერთხელ უსაუბრია, რომ ევროკავშირის მხრიდან მუდმივი მცდელობებია, ჩაერიონ სხვადასხვა ქვეყნების შიდა საქმეებში და არჩევნებში:

"ამაზე არაერთგზის საუბრობდნენ, როგორც ევროკავშირის ქვეყნებში, ასევე, შეერთებული შტატების პრეზიდენტი და სახელმწიფო მდივანი, ვიცე-პრეზიდენტი, და დღეს ამ ყველაფერზე ღიად ხდება საჯაროდ საუბარი. ეს აჩვენებს ევრობიუროკრატიის, არარჩეული ადამიანების საკმაოდ დესტრუქციული პოლიტიკის მიმდევრობას," - აღნიშნა პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, დავით მათიკაშვილმა.

შეგახსენებთ, ამერიკის შეერთებული შტატების წარმომადგენელთა პალატის ანგარიშზე დაყრდნობით, "ევრაზია დეილი" წერს, რომ "ევროპის ექვსი ქვეყნის არჩევნებში ევროკავშირი ჩაერია და არ დაუშვა თავისუფალი კენჭისყრა". - განაცხადა პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ.