საქართველოში ევროკავშირის ელჩი საგარეო საქმეთა სამინისტროში დაიბარეს.

პაველ ჰერჩინსკი უწყებაში ცოტა ხნის წინ მივიდა. რამდენიმე დღის წინ, ელჩმა საკუთარი განცხადებით ძალადობა, სამოქალაქო ომი და სიღარიბე ევროპული მომავლის ალტერნატივად წარმოაჩინა და თქვა, რომ უახლოეს პერიოდში გადაწყდება, საქართველო ეკუთვნის ევროპული ქვეყნების ოჯახს თუ ბრუნდება ბნელ წარსულში.

მმართველმა პარტიამ ელჩის ნათქვამში ქვეყნისა და მოსახლეობის მიმართ ღია მუქარა, ასევე ხელისუფლების შეცვლის მკაფიო სურვილი ამოიკითხა.