CBS-ის გადაცემა "60 წუთთან" ინტერვიუში, პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ვაშინგტონში, თეთრი სახლის კორესპონდენტების სადილზე მომხდარი სროლის ფაქტზე ისაუბრა, - წერს CNN-ი.
მედიის ცნობით, პრეზიდენტმა დეტალურად აღწერა, თუ როგორ გააცნობიერეს მან და პირველმა ლედიმ, მელანია ტრამპმა სიტუაციის სერიოზულობა და დეტალურად აღწერა, თუ როგორ დაიწყო ატმოსფერომ შეცვლა.
ტრამპის თქმით, სასტუმროს დერეფანში სავარაუდო მსროლელის სწრაფი გადაადგილების მიუხედავად, სამართალდამცავებმაც სწრაფად მოახდინეს რეაგირება.
პრეზიდენტმა განაცხადა, რომ შესაძლოა, საიდუმლო სამსახურის მუშაობა თვითონ შეანელა, რადგან "სურდა ენახა, რა ხდებოდა“.
მან ასევე თქვა, რომ პირველი ლედი მელანია ტრამპი „ღონისძიებაზე სროლას ძალიან კარგად გაუმკლავდა“.
პრეზიდენტმა განმარტა, რომ "ვაშინგტონ ჰილტონში" სროლის შემდეგ, შესაძლო დაზიანებების გამო "არ ღელავდა“.
ამერიკელმა ლიდერმა განაცხადა, რომ არ სჯერა, რომ მის ქვეყანაში პოლიტიკური ძალადობა ახლა უფრო უარესია, ვიდრე წარსულში, ამასთანავე, აღნიშნა, რომ დემოკრატების რიტორიკა ხელს უწყობს სახიფათო გარემოს შექმნას.
ტრამპის თქმით, თეთრი სახლის კორესპონდენტების შეწყვეტილი ვახშმის 30 დღით გადადება და უსაფრთხოების ზომების გამკაცრება მოითხოვა.
