დაახლოებით ერთი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა შეხვედრა მაკა ბოჭორიშვილსა და ევროკავშირის ელჩს შორის.

პაველ ჰერჩინსკის შეხვედრის დასრულების შემდეგ მედიასთან კომენტარი არ გაუკეთებია.

საქართველოში ევროკავშირის ელჩი უწყებამ, მის მიერ გაკეთებული განცხადებების გამო დაიბარა.

რამდენიმე დღის წინ პაველ ჰერჩინსკიმ საკუთარი განცხადებით ძალადობა, სამოქალაქო ომი და სიღარიბე ევროპული მომავლის ალტერნატივად წარმოაჩინა და თქვა, რომ უახლოეს პერიოდში გადაწყდება, საქართველო ეკუთვნის ევროპული ქვეყნების ოჯახს თუ ბრუნდება ბნელ წარსულში.

მმართველმა პარტიამ ელჩის ნათქვამში ქვეყნისა და მოსახლეობის მიმართ ღია მუქარა, ასევე ხელისუფლების შეცვლის მკაფიო სურვილი ამოიკითხა.