კრემლის პრესსპიკერმა, დიმიტრი პესკოვმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი, აბას არაღჩი, სანქტ-პეტერბურგში ვიზიტის ფარგლებში, დღეს რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს შეხვდება. ინფორმაციას ABCNEWS-ი ავრცელებს.
"ირანის გარშემო და ახლო აღმოსავლეთში არსებული სიტუაციის განვითარების თვალსაზრისით, ძნელია გადაჭარბებულად შეაფასო ამ საუბრის მნიშვნელობა", - განაცხადა პესკოვმა.
პესკოვის განმარტებით, პუტინი არაღჩის სანქტ-პეტერბურგში, საპრეზიდენტო ბიბლიოთეკაში შეხვდება.
