ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი აბას არაღჩი და რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი ერთმანეთს შეხვდნენ, - იუწყება CNN-ი.

რუსული სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო TASS-ის ცნობით, მათ თეირანთან სტრატეგიული ურთიერთობების მიმართ მოსკოვის ერთგულება განიხილეს.

როგორც CNN-ი წერს, შეხვედრა მას შემდეგ შედგა, რაც შაბათ-კვირას აშშ-სა და ირანს შორის სამშვიდობო მოლაპარაკებები წარუმატებლად დასრულდა.

შეხვედრის დროს პუტინმა ირანის მიმართ მხარდაჭერა გამოხატა და განაცხადა: "ჩვენ ვხედავთ, თუ როგორ მამაცურად და გმირულად იბრძვის ირანელი ხალხი თავისი დამოუკიდებლობისა და სუვერენიტეტისთვის", - იტყობინება მედია.

TASS-ის ინფორმაციით, პუტინმა ასევე განაცხადა, რომ მან ირანის უზენაესი ლიდერის, მოჯთაბა ხამენეისგან შეტყობინება მიიღო.

ცნობისთვის, ირანის ლიდერად არჩევის შემდეგ, ხამენეი საჯაროდ არ გამოჩენილა და არც კომენტარი გაუკეთებია. ის მხოლოდ წერილობითი განცხადებებით შემოიფარგლება.