აშშ-ში, ლოს-ანჯელესში გამართული საპროტესტო აქციების დროს, პოლიციელმა ავსტრალიელ ჟურნალისტს რეზინის ტყვია პირდაპირ ეთერში ჩართვის დროს ესროლა. 

ვიდეო კადრებში ჩანს, როგორ ესვრის სპეციალურ ეკიპირებაში ჩაცმული სამართალდამცველი ქალს დამიზნებით ფეხში.

აღნიშნულის გამო, ჟურნალისტს პირდაპირი რეპორტაჟის შეწყვეტა მოუწია.

ლოს-ანჯელესში საიმიგრაციო რეიდების საწინააღმდეგო საპროტესტო აქციები მიმდინარეობს. დემონსტრანტებსა და სამართალდამცველებს შორის შეტაკებები მოხდა, დამწვარია ავტომობილები, გაძარცულია მაღაზიები.

კალიფორნიის შტატში, ათასობით ადამიანი დონალდ ტრამპის საიმიგრაციო პოლიტიკის წინააღმდეგ გამოვიდა. აქციების დროს, ბოლო ორი დღის განმავლობაში, 200-ზე მეტი ადამიანია დაკავებული.