აშშ-ში, კალიფორნიის შტატში, დამკრძალავ ბიუროში ოჯახს სხვა ადამიანის ცხედრის გლოვა მოუწია. ოჯახმა უცნობი ადამიანის ცხედარი დაკრძალვის ცერემონიაზე აღმოაჩინა. ნათესავების ინფორმაციით, მომხდარი იმდენად შოკისმომგვრელი იყო, რომ ერთ-ერთ ნათესავს სამლოცველოში გულის შეტევა დაემართა. 

44 წლის ჯოი ესპინოსას გულის უკმარისობით გარდაიცვალა. მისი ოჯახი დაკრძალვის ცერემონიას ესწრებოდა კოვინა ჰილზში, Forest Lawn-ის დაკრძალვის ბიუროში, როდესაც აღმოაჩინეს, რომ კუბოში სხვა ადამიანის ცხედარი იყო.

"მათ არ იცოდნენ, სად იყო ჩემი ძმისშვილის ცხედარი", - განუცხადა CBS Los Angeles-ს ესპინოსას დეიდამ, ლორა ლევარიომ.

აშკარა შეცდომის შემდეგ, დაკრძალვის ბიუროს თანამშრომლებმა, ოჯახი სხვა ოთახში გააცილეს, თუმცა იქაც სულ სხვა ადამიანის ცხედარი აღმოჩნდა.

"ეს ჩვენი ცხოვრების ყველაზე ცუდი გამოცდილებაა“, - განაცხადეს ესპინოსას ნათესავებმა.

Forest Lawn-ის დაკრძალვის ბიუროს მფლობელებმა, ეს შემთხვევა დაგეგმვის ხარვეზს მიაწერეს და ოჯახს კომპენსაციის სახით 200 დოლარი შესთავაზეს, რაც დაკრძალვაზე დახარჯული 20 000 დოლარის მხოლოდ 1%-ია.

ოჯახი დაკრძალვის ბიუროს მორალური ზიანისა და გულგრილობისთვის უჩივის.