თურქეთში, ქალაქ გებზეში, საცხოვრებელი კორპუსი ჩამოინგრა. დაღუპულია ორი ადამიანი - არასრულწლოვანი და-ძმა. როგორც Associated Press-ი იტყობინება, შვიდსართულიანი კორპუსის ნანგრევებში ერთი ოჯახის ხუთი წევრი მოჰყვა.

ადგილზე სამძებრო სამაშველო ღონისძიება გრძელდება - ეძებენ დაღუპული არასრულწლოვნების მშობლებს - 43 წლის მამაკაცსა და 37 წლის ქალს. მაშველებმა მათი კიდევ ერთი შვილის, 18 წლის დილარას გადარჩენა შეძლეს.

ნგრევის ზუსტი მიზეზი ჯერჯერობით უცნობია.