მექსიკის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ გვადალახარას უდაბნოსთან ახლოს მდებარე საიდუმლო სამარხში, ადამიანების ნეშტით სავსე 48 პარკი აღმოაჩინეს.
გვადალახარა ხალისკოს შტატის დედაქალაქია, ის მექსიკის ერთ-ერთი ყველაზე სასტიკი და გავლენიანი ნარკოკარტელის სამშობლოა. გვადალახარაში ათასობით ადამიანი დაკარგულად ითვლება.
CBS News-ის ცნობით, ხალისკოს შტატის პროკურატურამ დაადასტურა ადამიანის ნეშტის შემცველი პარკების აღმოჩენა. აღსანიშნავია, რომ სამარხი ერთი თვის წინ აღმოაჩინეს.
"ჩვენ უნდა მივაღწიოთ პროგრესს სასამართლო ექსპერტიზაში, რათა დავადგინოთ, რამდენ მსხვერპლს ეკუთვნის ეს ნეშტები“, - განაცხადეს პროკურატურაში.
