აშშ-ში, Walt Disney World-ის ტერიტორიაზე ბოლო 10 დღის განმავლობაში მესამე გარდაცვალების ფაქტი დადასტურდა. ინფორმაციას ამერიკული გამოცემა TMZ ავრცელებს.
მედიის ინფორმაციით, მესამე გარდაცვლილის ცხედარი Disney's Contemporary Resort-ის ტერიტორიაზე იპოვეს.
ორლანდოში, ორანჯის ოლქის სასამართლო ექსპერტიზის ოფისმა TMZ-ს დაუდასტურა გარდაცვალების ფაქტი და განაცხადა: "ჩვენ ჯერ კიდევ არ დაგვისრულებია გარდაცვლილის ცხედრის გამოკვლევა“.
მანამდე, თვითმკვლელობის შესახებ ინფორმაცია 14 ოქტომბერს (ასევე Contemporary-ში) გავრცელდა, ხოლო კიდევ ერთი ცხედარი 21 ოქტომბერს დისნეილენდის Fort Wilderness Resort and Campground-ის ტერიტორიაზე აღმოაჩინეს.
როგორც მედია იუწყება, თვითმკვლელობის სავარაუდო მსხვერპლი 31 წლის ქალია... ასევე, გარდაცვლილია 60 წლამდე მამაკაცი, რომელსაც შეტევა ჰქონდა და 60 წლამდე ქალი, რომელიც Haunted Mansion-ის ატრაქციონზე უგონო მდგომარეობაში იპოვეს, ხოლო კლინიკაში მისი გარდაცვალება დადასტურდა.
მედიას Disney-სგან ამ შემთხვევებთან დაკავშირებით განმარტება ჯერ არ მიუღია.
