აშშ-ის ცენტრალური სარდლობის ინფორმაციით, ერაყში ამერიკული KC 135-ის კატასტროფა, რომელსაც ეკიპაჟის 4 წევრის სიცოცხლე ემსხვერპლა, რეგიონში გადმომდინარე საბრძოლო მოქმედებებს არ უკავშირდება.

როგორც გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, დაღუპული სამხედრო მოსამსახურეების ვინაობა ოჯახის წევრების ინფორმირებიდან 24 საათის შემდეგ მოხდება.

"დასავლეთ ერაყში აშშ-ის საწვავის შემავსებელი თვითმფრინავი KC-135 ჩამოვარდა. ბორტზე მყოფი ეკიპაჟის ექვსი წევრიდან ოთხის დაღუპვა დადასტურდა, სამაშველო ოპერაცია გრძელდება.

ინციდენტის მიზეზებს გამოძიება ადგენს. წინასწარი მონაცემებით, საჰაერო ხომალდის კატასტროფა არ უკავშირდება საბრძოლო მოქმედებებს. შემთხვევა არ გამოუწვევია არც მოწინააღმდეგის და არც მოკავშირეთა მხრიდან გახსნილ ცეცხლს.

დაღუპული სამხედრო მოსამსახურეების ვინაობა კონფიდენციალურია და მათი სახელების გასაჯაროება მხოლოდ ოჯახის წევრების ინფორმირებიდან 24 საათის შემდეგ მოხდება", - აღნიშნულია აშშ-ის ცენტრალური სარდლობის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.