ფიზიკური დაპირისპირება თურქეთის პარლამენტში. მთავარი ოპოზიციური პარტიის წევრები შეეცადნენ, ახლად დანიშნული იუსტიციის მინისტრის ფიცის დადების ცერემონია ჩაეშალათ.

Reuters-ი წერს, რომ აქინ გურლექი 2024 წელს სტამბოლის მთავარ პროკურორი იყო და სტამბოლის ოპოზიციონერი მერის დაპატიმრების ფონზე, ოპოზიციური "სახალხო რესპუბლიკური პარტიის" წინააღმდეგ მიმართულ დაკავებების და ბრალდებების ტალღას ხელმძღვანელობდა.

ერდოღანმა გურლექი იუსტიციის მინისტრად გუშინ დანიშნა.