უნგრეთის პრემიერ-მინისტრი, ვიქტორ ორბანი, არის ძლიერი და გავლენიანი ლიდერი, ფენომენალური შედეგების მიღწევის გამოცდილებით. ის დაუღალავად იბრძვის და უყვარს თავისი დიდებული ქვეყანა და ხალხი, ზუსტად ისე, როგორც მე - ამერიკის შეერთებული შტატები, - ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტი სოციალურ ქსელში წერს.

დონალდ ტრამპი ამომრჩეველს ორბანის მხარდაჭერისკენ მოუწოდებს.

"ვიქტორი ბევრს შრომობს უნგრეთის დასაცავად, ეკონომიკის გასაზრდელად, სამუშაო ადგილების შესაქმნელად, ვაჭრობის ხელშესაწყობად, უკანონო იმიგრაციის შესაჩერებლად და კანონისა და წესრიგის უზრუნველსაყოფად! ჩემი ადმინისტრაციის პირობებში, უნგრეთსა და შეერთებულ შტატებს შორის ურთიერთობებმა თანამშრომლობისა და შთამბეჭდავი მიღწევების ახალ სიმაღლეებს მიაღწია, რაც დიდწილად პრემიერ-მინისტრ ორბანის დამსახურებაა.

მოუთმენლად ველი მასთან მჭიდრო თანამშრომლობის გაგრძელებას, რათა ორივე ქვეყანამ კიდევ უფრო წინ წაიწიოს წარმატებისა და თანამშრომლობის ამ გზაზე.

მე ამაყი ვიყავი, როდესაც 2022 წელს მხარი დავუჭირე ვიქტორს ხელახალ არჩევნებში და ახლაც პატივია ჩემთვის ამის გაკეთება.

არჩევნების დღეა კვირა, 2026 წლის 12 აპრილი.

გამოდით და ხმა მიეცით ვიქტორ ორბანს.

ის არის ნამდვილი მეგობარი, მებრძოლი და გამარჯვებული. მას აქვს ჩემი სრული და აბსოლუტური მხარდაჭერა უნგრეთის პრემიერ-მინისტრად ხელახლა არჩევისას - ვიქტორ ორბანი არასოდეს გაუცრუებს იმედს უნგრეთის დიდებულ ხალხს. მე მის გვერდით ვარ ბოლომდე", - წერს ტრამპი.