ინდოეთში მომხდარ ავიაკატასტროფას ერთი მგზავრი გადაურჩა, რომელიც 11A ადგილზე იჯდა.
მედიის ცნობით, გადარჩენილი მგზავრი 40 წლის მამაკაცი. მამაკაცს ტრავმები სახის არეში აღენიშნებოდა და მან შემთხვევის ადგილიდან გასვლა დახმარების გარეშე შეძლო.
გუჯარათის პოლიციის ცნობით, ავიაკატასტროფას შესაძლოა თვითმფრინავის მგზავრების გარდა, ხმელეთზეც მოჰყვა მსხვერპლი, რადგან ავიალაინერი საცხოვრებელ რაიონში ჩამოვარდა.
მანამდე, ადგილობრივი ხელისუფლება ვარაუდობდა, რომ ავიაკატასტროფას თვითმფრინავზე მყოფი ვერც ერთი პირი ვერ გადაურჩა.
შეგახსენებთ, ინდოეთში ჩამოვარდნილი სამგზავრო თვითმფრინავის ბორტზე 244 ადამიანი იმყოფებოდა, მათგან 232 მგზავრი და ეკიპაჟის 12 წევრი.
გუჯარათის შტატში, Air India-ს თვითმფრინავი რამდენიმე საათის წინ ჩამოვარდა. ავიაკატასტროფა საცხოვრებელ რაიონში მოხდა. თვითმფრინავი ინდოეთიდან ლონდონის მიმართულებით მიფრინავდა.