ინდოეთში, გუჯარათის შტატში, Air India-ს თვითმფრინავი საცხოვრებელ რაიონში, აჰმედაბადის აეროპორტთან ჩამოვარდა.
მედიის ინფორმაციით, თვითმფრინავში 232 მგზავრი და 12 ეკიპაჟის წევრი იმყოფებოდა. თვითმფრინავი ინდოეთიდან ლონდონის მიმართულებით მიფრინავდა და აფრენიდან მალევე ჩამოვარდა.
Air India-ს ცნობით, თვითმფრინავში ინდოეთის 169 მოქალაქე, 53 ბრიტანეთის მოქალაქე, ერთი კანადის და შვიდი პორტუგალიის მოქალაქე იმყოფებოდა.
ადგილიდან ვიდეო კადრები ვრცელდება, სადაც ჩანს, რომ თვითმფრინავის ჩამოვარდნის შემდეგ შავი კვამლის სქელი ღრუბელი დგას. დაშავებულების ან მსხვერპლის შესახებ ინფორმაცია ჯერჯერობით არ გავრცელებულა, ინფორმაცია განახლებადია.