ირანი ამერიკის შეერთებულ შტატებსა და ისრაელს არ დაემორჩილება, - ამის შესახებ ირანის პრეზიდენტმა, მასუდ პეზეშკიანმა ვიდეო მიმართვაში განაცხადა.
მისივე თქმით, თუ მათ რომელიმე მეზობელი ქვეყნიდან ამერიკისა და ისრაელის სამხედრო ძალები შეუტევენ, ისინი იძულებული იქნებიან, ამ თავდასხმებს უპასუხონ.
"ჩვენს მტრებს, ისრაელსა და აშშ-ს სურთ, რომ ისლამური ქვეყნები ომში ვიყოთ ჩართული. რეალობა კი ისაა, რომ, თუ რომელიმე ქვეყნიდან აშშ და ისრაელი თავს დაგვესხმებიან, ბუნებრივია, ჩვენ ვალდებულები ვართ, მათ თავდასხმებს ვუპასუხოთ. ირანი და ირანელი ხალხი თავს არ დახრიან ჩაგვრის, ბულინგისა და აგრესიის წინაშე, ჩვენ არასდროს მოგვიხრია ქედი. შეუძლებელია, რომ ჩვენმა გმირმა ერმა ასე იოლად დაიხიოს უკან ამერიკისა და ისრაელის მუქარების წინაშე", - განაცხადა ირანის პრეზიდენტმა, მასუდ პეზეშკიანმა.
