ისრაელის სამხედრო წარმომადგენელმა ABC News-ს განუცხადა, რომ ქვეყანა "ყურადღებით აკვირდება აშშ-სა და ირანს შორის მოლაპარაკებებს".

ისრაელის თავდაცვის ძალების წარმომადგენლის განცხადებით, ისინი მუდმივ კონტაქტზე არიან ამერიკელ კოლეგებთან.

"ისრაელის თავდაცვის ძალებს სხვადასხვა ოპერატიული გეგმა აქვთ და ჩვენ ყველა სცენარისთვის მზად ვართ", - აღნიშნა "ცაჰალის" წარმომადგენელმა.