დონალდ ტრამპმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ირანთან სამშვიდობო შეთანხმების დადებას "არ ჩქარობს", მიუხედავად იმისა, რომ ომი უკვე 12 კვირაა გრძელდება. ინფორმაციას abcnews-ი ავრცელებს.
ტრამპის თქმით, ის არ განიხილავს ირანთან "შეზღუდულ შეთანხმებას", რომელიც მხოლოდ ჰორმუზის სრუტის ხელახლა გახსნაზე იქნება ორიენტირებული.
"ჩვენ კიდევ ერთხელ ვცდით", - თქვა ტრამპმა სამშვიდობო შეთანხმებაზე საუბრისას და ნაწილობრივი კომპრომისის იდეა გამორიცხა.
"მე არსად მეჩქარება. არასდროს იფიქრებ, "ოჰ, შუალედური არჩევნებია, მეჩქარება“. არსად მეჩქარება", - თქვა ტრამპმა.
ტრამპს ასევე ჰკითხეს, ფიქრობს თუ არა, რომ ირანთან შეთანხმებას მოსალოდნელზე მეტი დრო დასჭირდა, რის საპასუხოდაც, მან ირანთან ომი აშშ-ის სხვა ომებს შეადარა.
"თქვენ ვიეტნამში 19 წელი იყავით. ავღანეთსა და სხვა ადგილებში 10 წელი იყავით. ერაყში იყავით. რამდენ ხანს იყავით ერაყში? 12 წელი. კორეაში შვიდი წელი იყავით. მეორე მსოფლიო ომი განსხვავებული იყო; ის ოთხი წელი გაგრძელდა. მე იქ სამი თვეა ვარ და ამ დროის უმეტეს ნაწილში ზავი მოქმედებს", - თქვა ტრამპმა.
