ისრაელის თავდაცვის ძალებმა სამშაბათს განაცხადეს, რომ ისრაელის საზღვაო ფლოტმა, ორშაბათს, ლიბანის დედაქალაქ ბეირუთზე განხორციელებული საჰაერო დარტყმების შედეგად, "ჰეზბოლას" მაღალჩინოსანი მოკლეს. ინფორმაციას abcnews-ი ავრცელებს.

ისრაელის თავდაცვის ძალების ცნობით, რიდა ხაზაი ირანის "ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის" სახელით, "ჰეზბოლას ძალების გაზრდის დეპარტამენტის უფროსად“ მსახურობდა. ეს "ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის" შემადგენლობაში შემავალი ქვედანაყოფია, რომლის ამოცანაც საზღვარგარეთ პროირანული დაჯგუფებების მხარდაჭერაა.

ისრაელის თავდაცვის ძალების ცნობით, ხაზაი ასევე იკავებდა ლიბანის "ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის" შტაბის უფროსის თანამდებობას.