აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა ჯ.დ. ვენსმა, მინეაპოლისში რენე ნიკოლ გუდის გარდაცვალებას, რომელსაც იმიგრაციის სამსახურის აგენტმა ესროლა, "მისივე შექმნილი ტრაგედია" უწოდა. ინფორმაციას nbcnews-ი ავრცელებს.
"ჩვენს წინაშეა ქალი, რომელმაც ლეგიტიმური სამართალდამცავი ოპერაციისთვის ხელის შეშლა სცადა. მისი სიკვდილი შემიძლია ტრაგედიად მივიჩნიო და ამავდროულად ვაღიარო, რომ ეს არის მისივე შექმნილი ტრაგედია. ასევე ულტრამემარცხენეების ტრაგედიაა, რომლებმაც მთელი მოძრაობა შექმნეს, შეშლილი უმცირესობის მობილიზება მოახდინეს ჩვენი სამართალდამცავი ორგანოების წინააღმდეგ", - განაცხადა ვენსმა ბრიფინგზე.
მან დასძინა, რომ რენე გუდის მკვლელობის მიზეზი "ის იყო, რომ ქალი ცდილობდა თავისი მანქანით ადამიანს დაეჯახა" და ამ პირმა "თავდაცვის მიზნით იმოქმედა". "სწორედ ამიტომ დაკარგა მან სიცოცხლე და ეს ტრაგედიაა", - აღნიშნა ვენსმა.
