რიო-დე-ჟანეიროში პოლიციის მიერ ჩატარებულ რეიდს მასშტაბური მსხვერპლი მოჰყვა - დაღუპულია 64 ადამიანი. დაღუპულებს შორის არიან სამართალდამცავი უწყების წარმომადგენლებიც.

სპეცოპერაციის მიზნად, კომანდო ვერმელიოს კრიმინალური დაჯგუფების გავლენის შემცირება სახელდება. ამოღებულია დიდი რაოდენობით ნარკოტიკი და იარაღი.

ოპერაცია წელიწადზე მეტი ხნის განმავლობაში იგეგმებოდა. მასში, დაახლოებით, 2 500 სამხედრო პირი და პოლიციელი იყო ჩართული.