რუსეთში, ქალაქ პერმში, კანიბალისა და სერიული მკვლელის, მიხაილ მალიშევის სახლში, ხანდაზმული მამაკაცის ცხედარი იპოვეს, სავარაუდოდ, ის მის მეგობარს ეკუთვნის. მეზობლების თქმით, ცხედარი ბინაში რამდენიმე დღის განმავლობაში იდო.

მალიშევმა ადრე მოკლა და შეჭამა სულ მცირე ორი ადამიანი. მედიის ინფორმაციით, მაილშევმა ცხედრები დაანაწევრა და ხორცს მაცივარში, ძაღლისა და კატის ხორცთან ერთად ინახავდა.

ის კიდევ რვა მკვლელობაში იყო ეჭვმიტანილი, მაგრამ მხოლოდ ორი დადასტურდა. 23 წლიანი პატიმრობის შემდეგ, ის 2022 წელს გაათავისუფლეს და იმავე ბინაში დაბრუნდა, სადაც ერთ დროს ადამიანის ხორცს საკვებად ამზადებდა.