სამხრეთ კალიფორნიაში, გარეუბნებში გაჩენილი ხანძრის გამო, რომელიც საცხოვრებელ სახლებს საფრთხეს უქმნის, 17 000-ზე მეტ ადამიანს ევაკუაცია გამოაცხადეს. ინფორმაციას Abc News-ი ავრცელებს.
მედიის ინფორმაციით, "სენდის" ხანძრის შესახებ, რომელსაც ქარი აძლიერებდა, ორშაბათს გახდა ცნობილი. ცეცხლი, ლოს-ანჯელესიდან ჩრდილო-დასავლეთით, დაახლოებით 48 კილომეტრის დაშორებით გაჩნდა.
ვენტურას ოლქის სახანძრო სამსახურის ცნობით, სამშაბათის მონაცემებით, ხანძარმა ხუთ კვადრატულ კილომეტრზე მეტ ტერიტორიაზე მშრალი მცენარეულობა გაანადგურა და სულ მცირე, ერთი სახლი დაიწვა.
მედიის ცნობით, ხანძარი 5%-ით ლოკალიზებულია. ხანძრის გამომწვევი მიზეზის გამოძიება მიმდინარეობს.
