პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა სოციალურ ქსელში ფოტო გამოაქვეყნა, სადაც ის ძალიან ჰგავს იესოს. ფოტომ უარყოფითი რეაქცია გამოიწვია, რის გამოც აშშ-ის პრეზიდენტმა, როგორც ჩანს, Truth Social-ის გვერდზე გამოქვეყნებული ფოტო წაშალა. ამის შესახებ BBC წერს და ტრამპის საკამათო პოსტერს აქვეყნებს.
მედიის ცნობით, ხელოვნური ინტელექტის მიერ გენერირებულმა სურათმა, რომელზეც, ტრამპი საავადმყოფოში მწოლიარე ავადმყოფ მამაკაცს კურნავს, აშშ-ის პოლიტიკური სპექტრის ორივე მხარის, მათ შორის, ტრამპის ყველაზე მგზნებარე მხარდამჭერის უკმაყოფილებაც კი გამოიწვია.
ტრამპის ეს პოსტი მას შემდეგ გამოქვეყნდა, რაც პრეზიდენტმა რომის პაპი ლეო XIV მწვავედ გააკრიტიკა ომთან დაკავშირებული უკმაყოფილების და კრიტიკის გამოთქმის გამო.
ტრამპმა ფოტოს გამოქვეყნება აღიარა და ჟურნალისტებს განუცხადა, რომ მისი აზრით, ფოტოზე ექიმის როლში იყო გამოსახული.
"ფოტოზე მე, როგორც ექიმი ვიყავი გამოსახული", - თქვა ტრამპმა.
