ამერიკის შეერთებული შტატების, უკრაინისა და რუსეთის მომლაპარაკებლების სამმხრივი შეხვედრა აბუ-დაბიში უახლოეს მომავალში გაიმართება. მანამდე ფინეთის პრეზიდენტმა და ნორვეგიის პრემიერ-მინისტრმა ვლადიმირ პუტინთან სატელეფონო საუბარი გამართეს.
დიალოგის მიზანი, აშშ-ის შუამავლობით დაგეგმილი სამშვიდობო მოლაპარაკებების წინ, რუსეთის პრეზიდენტისთვის უკრაინის პოზიციის გაცნობა იყო.
პარალელურად, დონალდ ტრამპმა რუსეთის პრეზიდენტს ვოლოდიმირ ზელენსკისთან შეხვედრა დაუანონსა. განცხადება თეთრი სახლის ლიდერმა ჟურნალისტებთან საუბრისას გააკეთა.
"ვფიქრობ რუსეთ-უკრაინის საკითხზე დიდ პროგრესს მივაღწევთ. ძალიან მალე დაინიშნება შეხვედრა და მიმაჩნია, რომ მნიშვნელოვანი წინსვლა გვაქვს, პრეზიდენტ პუტინთან და პრეზიდენტ ზელენსკისთან. ვფიქრობ, დიდი პროგრესს მივაღწიეთ", - აღნიშნა ტრამპმა.
