"საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს" დირექტორის, ეკა გიგაურის წერილს, სადაც მან წუხილი გამოთქვა, რომ ოპოზიცია მას შემდეგ დასუსტდა, რაც კონკრეტული ჯგუფების გარიყვა დაიწყეს, სოციალურ ქსელში დაპირისპირება მოჰყვა.

ეკა გიგაური თამარ ჩერგოლეიშვილმა მწვავედ გააკრიტიკა. "ფედერალისტების" ლიდერის განცხადებით, სწორედ გიგაური აშანტაჟებდა ბოკერიას პარტიას და სამუშაო პროცესის ჩაშლით იმუქრებოდა.

"ეს ქალი ზვიად დევდარიანის პირით მაშანტაჟებდა არ გამაკრიტიკო, თორემ გაგრიყავთო და მერე ჩემი ქმრის პარტიას აშანტაჟებდა - გარიყეთ თანაპარტიელის ცოლი, თორემ სამუშაო პროცესს ჩავშლითო. თავისი სიმართლით რომ დადის, იმიტომ დადის ლამაზად", - წერს თამარ ჩერგოლეიშვილი.