მმართველ გუნდში მიჩნევენ, რომ სწორედ დანიის შემთხვევამ და დასავლეთის შემდგომმა დუმილმა, საზოგადოებას ყველაზე კარგად დაანახა, თუ რა ხდება სინამდვილეში ევროპულ სტრუქტურებში. უმრავლესობის წევრები აქცენტს აკეთებენ ევროპელი დიპლომატების რეაქციაზე, რომლებიც დასმულ შეკითხვებს გაურბიან და კოპენჰაგენში მომხდარი ძალადობის ღიად დაგმობას ვერ ბედავენ.
პარლამენტის თავდაცვისა და უსაფრთხოების კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის, თენგიზ შარმანაშვილის შეფასებით, დანიის შემთხვევა ორმაგი სტანდარტის კლასიკური მაგალითია.
"პოლიციამ დიალოგი აწარმოაო და როდესაც მიხვდა, რომ ეს დიალოგი არაპერსპექტიულია, მერე ადგა და ძალა გამოიყენაო. თქვენ წარმოგიდგენიათ ასეთი პასუხი ჩვენმა პოლიციამ ვინმეს რომ მიწეროს? ხომ ცოცხლად დამარხავენ ასეთ ადამიანს. რამე რეაქცია აქაური დემოკრატებისა ნახეთ ამ არაადეკვატური პასუხიდან გამომდინარე? ანუ, ისინი რას ამბობენ?! რაღაც პრივილეგირებულად უყურებენ სამყაროს, რომ ჩვენ, ჩვენს ქვეყანაში ასეთ საკითხებზე შეგვიძლია ბრუტალურად ძალა გამოვიყენოთ და თქვენ, გინდაც გამხობდნენ, გინდაც პარლამენტს ცეცხლს უჩენდნენ, გინდაც პრეზიდენტის სასახლეში იჭრებოდნენ, თქვენ მეორეხარისხოვანი სახელმწიფო ხართ და ეს არ უნდა გააკეთოთ. თუ ამას ორმაგი სტანდარტი ჰქვია, ეს ამის კლასიკური მაგალითია მაშინ", - განაცხადა თენგიზ შარმანაშვილმა.
