"პირველ რიგში, სწორედ სამართალდამცავი ორგანოების გამართული მუშაობის დამსახურებაა ის, რომ ჩვენ ეს ოთხი ძალადობრივი მცდელობა წარმატებით აღკვეთეთ და მადლობა ეკუთვნის სამართალდამცავი სტრუქტურების თითოეულ თანამშრომელს" - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.

მისი თქმით, სახელმწიფო მომავალშიც მაქსიმალურად იზრუნებს სამართალდამცავი ორგანოების ღირსების დაცვაზე და თანამშრომლების პირობების მუდმივ გაუმჯობესებაზე.

"მადლობას გადავუხდი ყველა სამართალდამცავ უწყებას, შინაგან საქმეთა სამინისტროს, თითოეულ პოლიციელს, განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თითოეულ თანამშრომელს, ასევე სახელმწიფო უსაფრთხოებს სამსახურს, სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურს, ყველა შესაბამის უწყებას, რომლებმაც 2022-25 წლებში წარმატებით აღკვეთეს კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შეცვლის 4 ძალადობრივი მცდელობა. შეგახსენებთ, რომ 4 წლის განმავლობაში ასეთი მცდელობა იყო ხუთი, აქედან ოთხი იყო ძალადობრივი. პირველ რიგში, სწორედ სამართალდამცავი ორგანოების გამართული მუშაობის დამსახურებაა ის, რომ ჩვენ ეს ოთხი ძალადობრივი მცდელობა წარმატებით აღკვეთეთ და მადლობა ეკუთვნის სამართალდამცავი სტრუქტურების თითოეულ თანამშრომელს. ყველას ვუსურვებ წარმატებებს. ბუნებრივია, სახელმწიფო მომავალშიც მაქსიმალურად იზრუნებს სამართალდამცავი ორგანოების ღირსების დაცვაზე და თანამშრომლების პირობების მუდმივ გაუმჯობესებაზე," - აცხადებს ირაკლი კობახიძე.