ისრაელის თავდაცვის ძალებმა განაცხადეს, რომ ოთხშაბათს, სამხრეთ ბეირუთში განხორციელებული საჰაერო დარტყმის შედეგად, ჰეზბოლას ელიტური სპეციალური დანიშნულების რაზმის, "რადვანის" მეთაური, აჰმედ ალი ბალუთი დაიღუპა, - ინფორმაციას Abc News-ი ავრცელებს.
"ცაჰალის" ინფორმაციით, ბალუთი "ბეირუთის, დაჰიას რაიონში, ზუსტი დარტყმის შედეგად გაანეიტრალეს".
მედიის ცნობით, ისრაელსა და "ჰეზბოლას" შორის, გასულ თვეში, ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების დადების შემდეგ, ბეირუთზე განხორციელებული ეს საჰაერო დარტყმა პირველია.
