საქართველოს პარლამენტმა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელად მამუკა მდინარაძე დაამტკიცა. კანდიდატურას კენჭი პარლამენტის პლენარულ სხდომაზე უყარეს.
წარდგენილ კანდიდატს მხარი დაუჭირა პარლამენტის 85-მა წევრმა, წინააღმდეგი არცერთი არ ყოფილა.
იქამდე მამუკა მდინარაძეს პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის სხდომაზე მოუსმინეს, რომელიც დახურულ რეჟიმში მიმდინარეობდა.
