პირი, რომელმაც ორი დღის წინ ბექა ოდიშარიას შეურაცხყოფა მიაყენა, მომხდარის შესახებ სოციალურ ქსელში წერს. აქტივისტი და ფსიქოლოგი ელენე ბერიკაშვილი აცხადებს, რომ უკვირს, რა მიზნით აღელვებს საზოგადოებას ოდიშარიას მისამართით გამოთქმული ფრაზა.
არარაობა, ამორალურობა, - ბერეკაშვილი ბექა ოდიშარიას მისამართით წერს, რომ მის მიმართ არანაირი მორალი არ გააჩნია. "ქართული ოცნება" ლიბერალურ ფაშიზმზე საუბრობს, ფაქტი მიუღებელია ოპოზიციის ნაწილისთვისაც.
საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის ”ხალხის ძალის” თავმჯდომარის მოადგილის, გურამ მაჭარაშვილის განცხადებით, ასეთ ადამიანებს ყველანაირი ხაზი აქვთ მოშლილი, მთავარი არის ის, რომ მათი სურვილი შესრულდეს და დაამხონ სახელმწიფო ინსტიტუტები და ხელისუფლება უკანონოდ.
"საინტერესოა" ის, რომ ეს ხალხი მორალზე ლაპარაკობს, რომლებსაც არ გააჩნია არანაირი წითელი ხაზი. არც ჯანმრთელობასთან დაკავშირებით, არც ღირსებასთან დაკავშირებით, არც ზრდილობასთან დაკავშირებით. ყველანაირი ხაზი აქვთ მოშლილი, მთავარი არის ის, რომ მათი სურვილი შესრულდეს და დაამხონ სახელმწიფო ინსტიტუტები და ხელისუფლება უკანონოდ", - განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.
