საქართველოს პროკურატურამ დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი მამის განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტზე დაკავებულს ბრალდება წარუდგინა.
"შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ თბილისში, ერთ-ერთი საცხოვრებელი კორპუსის სადარბაზოში, ბრალდებულმა მამას, დანით სხეულის სხვადასხვა არეში მრავლობითი ჭრილობები მიაყენა. დროულად აღმოჩენილი სამედიცინო დახმარების შედეგად, დაზარალებულის გადარჩენა მოხერხდა.
სამართალდამცველებმა ბრალდებული ცხელ კვალზე დააკავეს", - აღნიშნულია პროკურატურის განცხადებაში.
დაკავებულს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა 19,109-ე მუხლის "კ" ქვეპუნქტით (განზრახ მკვლელობის მცდელობა, ჩადენილი ოჯახის წევრის მიმართ) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 16-დან 20 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
პროკურატურამ ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების შუამდგომლობით სასამართლოს უკვე მიმართა.
